|
2017-05-11 10:23:40, 2241 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის მიერ ქურთული შენაერთების შეიარაღებით მომარაგება თურქეთისთვის მიუღებელია
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ქურთული შენაერთების შეიარაღებით მომარაგება თურქეთისთვის მიუღებელია, - ამის შესახებ Euronews იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ოფიციალურ ანკარაში შიშობენ, რომ შეიარაღებას ქურთები თურქეთის არმიის წინააღმდეგ გამოიყენებენ. სირიის დემოკრატიული ძალების შემადგენლობაში მებრძოლი ქურთული სამხედრო დანაყოფები ისლამისტებისგან ქალაქ რაქას გათავისუფლების ოპერაციაში იღებენ მონაწილეობას. თურქეთმა კი გასულ თვეს ერაყის ჩრდილოეთით და სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით არსებული ქურთების პოზიციები დაბომბა, რის შედეგადაც 28 ადამიანი დაიღუპა. ქურთ მებრძოლებს თურქეთი ტერორისტებად განიხილავს, თუმცა რაქაში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საბრძოლველად სირიელი ქურთებისთვის სამხედრო შეიარაღების გადაცემის ბრძანებას პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი უკვე მოაწერა. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ქურთების აღჭურვა გამარჯვების საწინდარი გახდება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)