|
2017-05-10 18:11:31, 1691 ნახვა
საზოგადოება
შიდა ქართლში მობილური ექსტენცია იმყოფებოდა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა, მობილური ექსტენციის პროექტის ფარგლებში, შიდა ქართლის რეგიონის 16 სოფლის ფერმერებს მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის, მარცვლოვანი კულტურების მეთესლეობის, მეცხოველებისა და მეფუტკრეობის მიმართულებით ინფორმაცია მიაწოდეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დარგის სპეციალისტებმა ფერმერების მეურნეობები დაათვალიერეს და მათთვის საინტერესო საკითხებზე ინდივიდუალური რეკომენდაციები და კონსულტაციები გაუწიეს. მათივე ინფორმაციით, 2017 წლის პირველ ნახევარში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა მობილური ექსტენციის პროექტის ფარგლებში, მცხეთა მთიანეთის - 14, ქვემო ქართლის - 27, შიდა ქართლის - 16 და კახეთის 22 სოფლის 3000-მდე ფერმერს საკონსულტაციო მომსახურება გაუწიეს. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, ექსტენციის პროგრამის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით 1200-ზე მეტი ფერმერის გადამზადება განხორციელდა. (NS)
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)