06:06 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-10 15:16:19, 1493 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრის თავმჯდომარე აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს უმასპინძლა

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს  თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ  აზიის განვითარების ბანკის „ციფრული ფინანსური სერვისებით ინოვაციების დანერგვის" პროექტის კონსულტანტებს უმასპინძლა. 

სამუშაო შეხვედრა სარეგისტრაციო ტრანზაქციებში  ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვის საკითხებს ეძღვნებოდა.

სააგენტოს ცნობით, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც უძრავი ქონების რეგისტრაციაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიას იყენებს.   საჯარო რეესტრის ინოვაციით აზიის განვითარების ბანკის კონსულტანთა ჯგუფის დაინტერესებაც ამ ფაქტორმა განაპირობა. 

პაპუნა უგრეხელიძემ სტუმრებს უძრავი ქონების შესახებ ამონაწერების ბლოკჩეინში ასახვის პროექტის დეტალები გააცნო  და  ვრცლად განუმარტა  მოქალაქისთვის მიღებული სარგებელი. ბლოკჩეინში ინტეგრირებით  უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო ტრანზაციები მეტად დაცული, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე გახდა.

2017 წლის 20 თებერვლიდან  ნებისმიერ უძრავ ქონებაზე ამონაწერის შესახებ ინფორმაცია ბიტკოინის სისტემაში ავტომატურად იგზავნება. ბიტკოინის ქსელში მოხვედრილი მონაცემების წაშლა, შეცვლა, გადაწერა თუ უკანონო მანიპულირება შეუძლებელია. ტექნოლოგია ნებისმიერი სისტემის უსაფრთხოების გარანტორია და განხორციელებული ტრანზაქციების დაცულობას,  მოქნილობას და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ტრანზაქცია რომელიც  ბლოქჩეინ სისტემაში მოხვდება,  ელექტრონული წესით, რამდენიმე ადგილას იქნება დაცული, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთრების უფლების დაცვის კუთხით.

შეხვედრაზე  აზიის განვითარების ბანკის „ციფრული ფინანსური სერვისებით ინოვაციების დანერგვის" პროექტის კონულტანტები  ბლოკჩეინის ტექნოლოგიის საფინანსო სფეროებში გამოყენების პერსპექტივით დაინტერესდნენ და  შესაძლო სარგებელზე იმსჯელეს.

„ციფრული ფინანსური სერვისებით ინოვაციების დანერგვის" პროექტის მიზანია ფიზიკურ პირებს და  მცირე და საშუალო მეწარმეებს  ფინანსებთან წვდომა გაუადვილოს,  გადასახადების დიგიტალიზება მოხდეს  და  ნაღდი ფულით ტრანზაქციები შემცირდეს.

 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics