2017-05-10 13:30:24, 2391 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი დღეს სერგეი ლავროვს შეხვდება
შეერთებული შტატების პრეზიდენტი დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსამსახური ადასტურებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა ოვალურ კაბინეტში მედიის გარეშე გაიმართება.
მანამდე კი სერგეი ლავროვს სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი უმასპინძლებს. მხარეები სირიისა და უკრაინის საკითხებს განიხილავენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან