|
2017-05-10 13:02:34, 2159 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის მიერ მხარდჭერილი ერაყის კოალიციური არმია ქალაქ მოსულის აღებას ცდილობს
ერაყის ქალაქ მოსულში ჯიჰადისტებისგან გათავისუფლების ოპერაცია მიმდინაროებს და ფინალურ ეტაპზეა, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ამერიკის შეერტებული შტატების მიერ მხარდჭერილი ერაყის კოალიციური არმია ქალაქის აღებას ცდილობს. ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო რეაგირების დანაყოფმა დასავლეთ ნაწილში კიდევ ერთი უბანი გაათავისუფლა. ცნობისთვის, შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად, 250 ისლამისტი მებრძოლი მოკლეს. მოსული უკვე 435 ათასმა მშვიდობიანმა მოქალაქემ დატოვა. ერაყელი სამხედროების განცხადებით, ჯიჰადისტები ქალაქიდან გასვლას მშვიდობიან მოქალაქეებთან ერთად ცდილობენ, რის გამოც ყველა მოწმდება. შეგახსენებთ, რომ ისლამისტებმა მოსული 2014 წელს დაიკავეს. ქალაქის გათავისუფლების ოპერაცია კი გასული წლის ოქტომბერში დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)