|
2015-04-13 14:05:44, 779 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში ხანძრის შედეგად 15 ადამიანი გარდაიცვალა
რუსეთში, ჰაკასიის რესპუბლიკაში ხანძრის შედეგად 15 ადამიანი გარდაიცვალა, 1200-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი კი დაიწვა. დაღუპელებს შორის ბავშვიცაა. სხვადასხვა დაზიანებები 500-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო, უმეტესად დამწვრობა და გაზით მოწამვლა. ამ დროისათვის ხანძრის კერები ლოკალიზებულია. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი მშრალი ბალახის დაწვამ გამოიწვია. ხანძარი გუშინ რესპუბლიკის 30-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში გავრცელდა, რის შედეგადაც რამდენიმე ათასი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, უსახლკაროდ დარჩენილების საცხოვრებელი სახლების აღდგენას სულ მცირე 100 მილიონი დოლარი სჭირდება. ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობას სამხედრო მოსამსახურეებიც იღებდნენ. მომხდართან დაკავშირებით ხუთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)