13:27 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-13 19:28:55, 658 ნახვა

სხვადასხვა
2014 წლის 22 სექტემბრიდან 12 დეკემბრამდე ერთჯერადად დარიცხული დასუფთავების მოსაკრებელი უქმდება

დაწესებულებები, ორგანიზაციები, ინდივიდუალურ მეწარმეები, ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებსაც 2014 წლის 22 სექტემბრიდან 12 დეკემბრამდე  დაერიცხათ დასუფთავების  მოსაკრებელი, გათავისუფლებული არიან ერთჯერადად დარიცხული გადასახადისგან, ხოლო მათ ვისაც უკვე გადახდილი აქვს მოსაკრებელი, გადახდილი თანხა დაუჯდებათ კრედიტში.
აღნიშნულს თბილისის საკრებულოს დადგენილება ითვალისწინებს. ინფორმაციას კი, დედაქალაქის მერია ავრცელებს.

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მიმართავს იმ აბონენტებს, რომლებსაც ზემოთ აღნიშნულ პერიოდში დაერიცხათ მოსაკრებელი, მიმდინარე წლის 5 ივნისის ჩათვლით, განცხადებით მიმართონ შპს „თბილსერვის ჯგუფს“ მისამართზე - კახეთის გზატკეცილი #67, ბელიაშვილის ქ. #25.

როგორც მერიაში აცხადებენ, თბილისის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვა-ამოღების კონტროლის მიზნით,  შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ 2014 წლის 22 სექტემბრის #02748 ბრძანებით  ქ. თბილისის პასპორტიზაციის ფარგლებში შეამოწმა დედაქალაქის 5 რაიონში მოქმედი დაწესებულებები, ორგანიზაციები, ფიზიკური და იურიდიულ პირები, ასევე ინდივიდუალური მეწარმეები.

აღნიშნულ პირებს  დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხათ თბილისის საკრებულოს 2013 წლის 31 მაისის #7-22 გადაწყვეტილებით დადგენილი წესით, რამაც ხშირ შემთხვევაში შეადგინა 2 თვიდან 18 თვემდე პერიოდი. შესაბამისად, ერთჯერადად დარიცხული მოსაკრებლის ოდენობა მერყეობს დაახლოებით 100 ლარიდან 200 000 ლარამდე.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის #17-46 დადგენილებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა  2013 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება, რის გამოც შესამოწმებლად დარჩენილ რაიონებში მოქმედ დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ინდივიდუალურ  მეწარმეებს,   დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხებათ მომსახურების მიღების მთელს პერიოდზე, მაგრამ არაუმეტეს ახალი დადგენილების მიღების ძალაში შესვლის დღიდან - 2014 წლის 17 დეკემბრიდან.

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, დღემდე შემოწმებული ობიექტები აღმოჩნდნენ საკმაოდ მძიმე და არათანაბარ პირობებში, იმ პირებთან შედარებით, რომელთა შემოწმება განხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის #17-46 დადგენილების საფუძველზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში  მოქმედი დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიულ პირების, ინდივიდუალური მეწარმეების თანაბარ პირობებში მოქცევის მიზნით, საჭიროა შემოწმებულ გადამხდელებზე (აბონენტებზე) ერთჯერედად დარიცხული დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის თარიღის კორექტირება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: მიუსაფარ ძაღლებზე უფრო დიდი პრობლემა ემოციურად დაზიანებული რადიკალური ოპოზიციაა
პაპუაშვილი: ონლაინგამოცემები პირდაპირ ერევიან სინოდის საქმიანობაში, გვექნება რეაგირება
მეუფე ზენონი: მყავს ჩემი კანდიდატები, რომლებიც ილია II-ს ადრეული დროიდან მოჰყვებიან, ისინი 60 წელს ზემოთ არიან
თევზეული 21.2%-ით, ხილი 13.4%-ით, პური 9.6%-ით გაძვირდა, წლიური ინფლაცია 4.3%-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics