17:55 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-09 20:32:01, 2227 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება მსოფლიო
აშშ-სა და საქართველოს შორის საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, რექს ტილერსონს სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვდა.

რექს ტილერსონის განცხადებით, ოფიციალური ვაშინგტონი საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აღრმავებს. სახელმწიფო მდივნის თქმით, საქართველო არის წარმატების სიმბოლო რეგიონში, ხოლო ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები კარგი საფუძველია ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების ახალ საფეხურზე გადასასვლელად.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები. ყურადღება გამახვილდა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებსა და მათ დასაძლევად საერთო ძალისხმევის მნიშვნელობაზე.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, რისთვისაც მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

აღინიშნა, რომ შეერთებული შტატები კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას  ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის სახელმწიფო მდივანს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება გააცნო. მანვე, სახელმწიფო მდივანს მადლობა გადაუხადა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ამერიკის მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევისთვის.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ამერიკის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და არსებული შესაძლებლობების სრულად გამოყენებაზე. აღინიშნა ამერიკული ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობა მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ასევე, ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობას და გამოითქვა იმედი, რომ საქართველო გამოიყენებს საკუთარ პოტენციალს, რაც მას რეგიონულ ცენტრად აქცევს.

დღესვე, სახელმწიფო მდივანმა  რექს ტილერსონმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ,,აშშ-სა და საქართველოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების ზომების შესახებ”. შეთანხმება იძლევა საფუძველს,  გაძლიერდეს უსაფრთხოების დარგში ურთიერთობა და ტერორიზმის წინააღმდეგ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics