2017-05-09 17:05:38, 1892 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ორი მიწისძვრა დაფიქსირდა
საქართველოში ორი მიწისძვრა დაფიქსირდა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, პირველი მიწისძვრა 06:32 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დმანისის დასავლეთით, სოფელ ფოკადან 8 კილომეტრში დაფიქსირდა. მისი სიმძლავრე 3.1 მაგნიტუდა იყო.
მეორე მიწისძვრა 11:07 საათზე, ასევე ქალაქ დმანისის დასავლეთით, სოფელ საღუთლოდან 12 კილომეტრში დაფიქსრიდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან