2017-05-09 12:11:02, 1664 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქმა უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ვაკის პარკში მივიდა.
„ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, პატრიარქმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების 72 წლისთავი აღინიშნება. ქართველი მომღერლები ვეტერანებისთვის კონცერტს მართავენ. ადგილზე სამხედრო პირები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებიან.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან