|
2017-05-08 16:01:44, 2176 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპის კავშირსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს აქტივობებისთვის მადლობას უხდის
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ევროპის კავშირსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს აქტივობებისთვის, რომლებსაც ისინი საქართველოში ახორციელებენ, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტექნოლოგიურ პარკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლებს ახალი პროგრამები გააცნო. საქართველოში კერძო სექტორის განვითარების საკვანძო ამოცანის შესასრულებლად, ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფი (რომელიც აერთიანებს ევროპის საინვესტიციო ბანკსა და ევროპის საინვესტიციო ფონდს) ახორციელებს ევროკომისიასთან ერთად შემუშავებულ ორ ახალ პროგრამას. ეს ორი პროგრამა მომზადდა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების კონტექსტში: ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების აღმოსავლეთ ინიციატივა, ისევე როგორც ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის, "ჰორიზონტი 2020"-ის ინსტრუმენტის: "ინოვფინი – ევროკავშირის დაფინანსება ნოვატორებისთვის" ფარგლებში. პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული პროგრამები მსგავსია საქართველოს მთავრობის მიერ რამდენიმე წლის წინ დაწყებული პროგრამებისა „აწარმოე საქართველოში“ და „სტარტაპ საქართველო“. „ეს ის პროდუქტებია, რომლის გაგრძელებასაც ჩვენ ვხედავთ, როგორც ღრმა და ყოვლისმომცემლი ვაჭრობის არეალის ინსტრუმენტი - ქართულ ლარში გაცემული სესხები, რომელსაც მოყვება საგრანტო კომპონენტი. ეს არის იმპორტის ჩანაცვლება და საექსპოსტო პროდუქციის განვითარება. რაც შეეხება ინოვფინს, ესაა ფონდი, რომელიც მხარს უჭერს ინოვაციური და ტექნოლოგიური პროექტების დაფინანსებას. სწორად მათთვის დამატებით უზრუნველყოფას წარმოადგენს ევროპის საინვესტიციო ბანკი უკვე კომერციულ ბანკებში, რათა კომპანიებმა შეძლონ სესხის აღება, ქვეყანაში ეკონომიკა განვითარება და ახალი სამუშაო ადგილები შექმნა.
(NS)
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
ილონ მასკმა უკრაინის შეიარაღებული ძალები Starlink-ის შეტევითი თავდასხმებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა
იტალიაში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა: 400-მდე დემონსტრანტი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)