04:48 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-08 15:28:40, 1802 ნახვა

საზოგადოება
რამდენჯერ დაარღვია ოკუპაციის შესახებ კანონი იური ლუჟკოვმა

რამდენჯერ დაარღვია ოკუპაციის შესახებ კანონი იური ლუჟკოვმა

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოში იმყოფება.

ლუჟკოვის სტუმრობა საზოგადოების ნაწილმა მწვავედ გააკრიტიკა, რადგან მან ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ვიზიტებით, ოკუპაციის შესახებ კანონი არაერთხელ დაარღვია.

ოკუპირებული ცხინვალის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა იური ლუჟკოვის სახელს ატარებს.  სამხრეთ ოსეთის ე.წ. კულტურის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ ცენტრალურ მაგისტრალს იური ლუჟკოვის სახელი ჯერ კიდევ 2007 წელს, აგვისტოს ომამდე მიენიჭა.

"ბატონი ლუჟკოვი ჩვენთვის ყოველთვის ძალიან ბევრს აკეთებდა და გვინდოდა ჩვენი პატივისცემა გამოგვეხატა", - აცხადებდნენ "სამინისტროში".

2009 წელს, მოსკოვის მაშინდელმა მერმა, ოკუპირებულ ცხინვალში მიკრორაიონი სახელწოდებით "Московский" გახსნა. გარდა ამისა, ვიზიტის დროს, ლუჟკოვმა სკოლის და ბაგა ბაღის პრეზენტაციაც ჩაატარა. მიკრორაიონისა და სკოლის გახსნის ცერემონიალს ახლა უკვე ყოფილი დე-ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი ესწრებოდა. ის აცხადებდა, რომ ოსი ხალხი მოსკოვის მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. თავის მხრივ,  იური ლუჟკოვი ამბობდა, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის სუვერენიტეტისთვის ბრძოლით აღფრთოვანებულია.

"პირველივე დღეებიდან, როდესაც დამოუკიდებელნი გახდით მხარდაჭერას გიცხადებდით და რუსეთი ყოველთვის მხარს დაუჭერს ოსეთს, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში", - აცხადებდა ლუჟკოვი 2009 წელს, რაიონის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

ამით ლუჟკოვის ვიზიტები არ დამთავრებულა. ამავე წელს მან რუსეთის ფედერაციის სახელით ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან, ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმადაც რუსეთი ოკუპირებულ ცხინვალს სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებში დაეხმარებოდა.

რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთს  - იური ლუჟკოვი სოხუმს 2007 წელს ესტუმრა.

"აფხაზეთს აქვს უფლება, რომ სუვერენული სახელმწიფო ააშენოს და მოსკოვი ყოველთვის მხარს დაუჭერს მას, ამ სუვერენული ცხოვრების შექმნის პროცესში. აფხაზეთისადმი ყურადღება, მისი სოლიდარობა, არის საერთაშორისო. თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკა, საკმაოდ სპეციფიურია და მრავლობითი სტანდარტი გააჩნია. ეს სტანდარტები ცხადყოფენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა მხარს საქართველოს უჭერენ, იმის გამო, რომ რუსეთი მას ავიწროვებს. ვხედავთ, როგორი კატასტროფული შედეგები გამოიწვია საქართველოს პოლიტიკამ აფხაზეთში. ჩვენ უნდა გავაღვივოთ აფხაზი ხალხის რწმენა, იმაში, რომ საკუთარ სუვერენულ მისწრაფებებში მარტონი არ არიან. კითხვაზე, თუ რა დაუშავა რუსეთმა საქართველოს, დალაგებულ პასუხს ჩვენ ვერ მივიღებთ. საქართველოს სერიოზულად არ უმართლებს გამსახურდიას და შევარდნაძის მმართველობის შემდეგ. განსაკუთრებით, კი სააკაშვილის გამო არ უმართლებს", - აცხადებდა იური ლუჟკოვი 2007 წელს.

დღეს, მოსკოვის ყოფილი მერი საქართველოში იმყოფება. აღნიშნულ ფაქტს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოში ლეგალურად შემოვიდა. ხუციშვილმა განმარტა, რომ საზღვრის კვეთის მომენტში, პასპორტში რაიმე კონკრეტული მონაცემი არ არსებობდა, რის საფუძველზეც მესაზღვრე გადაწყვეტილებას მიიღებდა.

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლას უშვებს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან; ცხინვალის რეგიონში - გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან.

ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics