03:11 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-08 10:51:31, 1729 ნახვა

საზოგადოება
მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოშია

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი, რომელმაც ოკუპაციის შესახებ კანონი არაერთხელ დაარღვია, საქართველოში იმყოფება.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში მამა სერაფიმე ავრცელებს.

"დღეს ჩემთან სტუმრად მოვიდნენ იური ლუჟკოვი, ლეონიდ ბოჩინი და ელენე ბატურინა მეგობრებთან ერთად. მშვენივრად გავატარეთ კვირა დღე. ვადიდეთ უფალი და მადლობა ღმერთს, ყველაფერი მშვენივრად იყო. მშვენიერი იყო ის, რომ ჩვენთან მოვიდნენ პატარები თბილისის 205-ე საბავშვო ბაღიდან", - წერს მამა სერაფიმე.

იური ლუჟკოვი მოსკოვის მერის თანამდებობას 1992-2010 წლებში იკავებდა. იგი ცხინვალსა და სოხუმში ვიზიტების გამო, ოფიციალურმა თბილისმა არაერთხელ გააკრიტიკა.

ლუჟკოვი 2009 წელს ჯერ სოხუმში, შემდეგ კი ცხინვალში იმყოფებოდა. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლას უშვებს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან; ცხინვალის რეგიონში - გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან.

ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics