|
2017-05-07 13:19:40, 1730 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: იმისათვის, რომ ზეპარტიული პრეზიდენტი ავირჩიოთ, არჩევნები არაპირდაპირი ფორმით უნდა ჩატარდეს
საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საყოველთაო-სახალხო განხილვის წევრები მესამე შეხვედრას ჩოხატაურში მართავენ. პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მოსახლეობას პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი განუმარტა და მის უპირატესობაზე ისაუბრა. კობახიძის თქმით, საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი არ მართავს ქვეყანას. ირაკლი კობახიძის განმარტებით, იმ სისტემაში, რაც დღეს არის ჩამოყალიბებული, პრეზიდენტმა უნდა ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია და იგი რომელიმე პარტიასთან ასოცირდება არჩევნებზე. მისივე განცხადებით, კონსტიტუციის ახალი მოდელით პრეზიდენტი ზეპარტიული უნდა იყოს. „რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატს, მას თავისი საარჩევნო პროგრამა ვერ ექნება იქიდან გამომდინარე, რომ ის არ არის პასუხისმგებელი ქვეყნის მართვაზე.აბსოლუტურად გაუგებარია, საარჩევნო კამპანიის პირობებში როგორ უნდა წარიმართოს კომუნიკაცია პრეზიდენტობის კანდიდატსა და საზოგადოებას შორის. ვიცით, როგორ ტარდება საარჩევნო კამპანია ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად.მთელი პარტიული სტრუქტურები უნდა იყოს ჩართული საარჩევნო კამპანიაში. ისე გმორიცხულია პრეზიდენტობის კანდიდატის წარმატება.უნდა დაიხარჯოს მილიონები პარტიის მიერ მარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატზე. როდესაც გადიხარ მოსახლეობასთან და ატარებ კამპნაიას, გიწევს ოპონენტი კანდიდატების კრიტიკა მწვავე ფორმით. ასეთ პირობებში გამორიცხულია, პრეზიდნეტად აირჩიო ზეპარტიული კანდიდატი. ის იქნება პარტიულად ძალიან მიკერძოებული ფიგურა. შესაბამისად, იმისათვის, რომ ჩვენ ავირჩიოთ ზეპარტიული პრეზიდენტი, მნიშვნელოვანი, არჩევნები არაპირდაპირი ფორმით ჩატარდეს. ამ არგუმენტებით ვსაუბრობდით სახელწმიფო საკონსტიტუციო კომისიაში და ვერც ერთი მეტნაკლებად მყარი კონტრარგუმენტი ვერ მოვისმინეთ, რომელიც დაადასრტურებდა პრეზიდენტის არჩევის პირდაპირი წესის უპირატესობას“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ საერთაშორისო ევროპული პრაქტიკაც საპარლამენტო მმართველობის დროს მიზანშეწონილად არ მიიჩნევს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას. პარლამენტის თავმჯდომარემ მოსახლეობას განუმარტა, რომ პრეზიდენტის სტატუსი არ იზღუდება. ვენეციის კომისიის დასკვნის შესაბამისად, მინიმალური ცვლილება შეეხება კომპეტენციებს - ესაა ეროვნული უშიშროების საბჭო (იგი უქმდება) და უზენაესი სასამართლოს წევრის წარდგენა.
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)