03:12 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-07 10:57:24, 1959 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქი მეცნიერების ფესტივალს უმასპინძლებს

13 მაისს, მეცნიერების ფესტივალი „შეეხე მეცნიერებას“  გაიმართება.

 პროექტში  წელს 100-ზე მეტი  ახალგაზრდა იქნება ჩართული. ნორჩი მეცნიერები და წარმატებული მოსწავლეები  დამთვალიერებლებს სხვადასხვა ტიპის აქტივობებსა და სამეცნიერო პროექტებს გააცნობენ.

ინოვაციური პროექტის ძირითადი პროგრამა 16:00 საათზე დაიწყება, რომლის განმავლობაში ექსპერიმენტებიც ჩატარდება. ღონისძიების ფარგლებში ასევე დაგეგმილია ბოლო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებული გამომგონებლების ნამუშევრების გამოფენაც.

ესქპერიმენტების შოუ მასპინძელი ორგანიზაციის, ისთ ფოინთის ცენტრალურ სივრცეშია დაგეგმილი და მას დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლეები წარადგენენ.

ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ სხვადასხვა გამოგონებები და  თავად ჩაერთონ ინოვაციურ ექსპერიმენტებში.

 მეცნიერების ფესტივალში დემირელის სახელობის კოლეჯის გარდა თბილისის სხვა სკოლის მოსწავლეები, ახალგაზრდა მეცნიერები დაშშმ გამომგონებლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

წლევანდელ ფესტივალზე ექსპერიმენტები სხვადასხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში იქნება წარმოდგენილი.

 ჯამში დამთავლიერებელი 50-ზე მეტ საინტერესო ექსპერიმენტსა და 20-მდე ინოვაციურ გამოგონებას იხილავს.

ფესტივალის მიზანია კიდევ უფრო შეაყვაროს მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო საგნები, დაანახოს მეცნიერებების მნიშვნელობა და როლი განათლების მიღების პროცესში.

პროექტი „შეეხე მეცნიერებას“ წელს დემირელის სახელობის კოლეჯის ინიციატივით იმართება და მასში დედაქალაქის სხვადასხვა სკოლაც მონაწილეობს. მეცნიერების ფესტივალში 2016 წლის ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული გამომგონებლებიც არიან ჩართულნი, რომლებიც დამთვალიერებლებს საკუთარ პროექტებს გააცნობენ და მისცემენ რჩევებ სამ თემით დაინტერესებულ მოსწავლეებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics