17:56 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-06 17:39:13, 2121 ნახვა

მსოფლიო
ცენტრისტი VS ულტრამემარჯვენე - საფრანგეთი დღეს 25-ე პრეზიდენტს აირჩევს

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის, თუმცა ეს არჩევნები ბევრს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებს ახსენებს.

7 მაისს ერთმანეთს ფრანგი ბარაკ ობამა (ემანუელ მაკრონი) და დონალდ ტრამპის ფრანგული ვერსია (მარინ ლე პენი) დაუპირისპირდებიან.

"ნაციონალური ფრონტის" ლიდერი მარინ ლე პენი გამარჯვების შემთხვევაში, საფრანგეთის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება და "ევროკავშირს ევროპას ხელიდან გამოგლეჯს".

ცენტრისტი ემანულ მაკრონი გამარჯვების შემთხვევაში ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდება და ლიბერალური ფასეულობებით "პუტინის დიქტატს არასდროს დაემორჩილება“.

ლიბერალური ელიტის წარმომადგენელი ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის, ევროკავშირის და ამომრჩეველთა 68%-ის მხარდაჭერას ფლობს, მაშინ როდესაც, "ნაციონალური ფრონტის" ლიდერს მხარს რუსეთი და ამომრჩეველთა 38% უჭერს.

ეს ყველაფერი იმის ფონზე ხდება, როდესაც ემანუელ მაკრონის რეიტინგი უცვლელად მაღალი რჩება. ბოლო წინასაარჩევნო ტელედებატების დროს კი, რამდენიმე პუნქტით გაუმჯობესდა. ულტრამემარჯვენა მარინ ლე პენს ამასობაში, კვერცხებს ესვრიან და "ფაშისტს" ეძახიან. სკოლის მოსწავლეები კი დედაქალაქში საპროტესტო აქციებს - "არც ლე პენი, არც მაკრონი" მართავენ.

ამ ყველაფერს მოქმედი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი აფასებს და აცხადებს, რომ "უვიცობა, მარინ ლე პენს საშუალებას არ მისცემს საფრანგეთის პრეზიდენტი გახდეს".

გარდა ამისა, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ვიდეო-მიმართვით ემანუელ მაკრონის მხარდაჭერას არ მალავს და აცხადებს, რომ ცენტრისტი ლიბერალური ფასეულობებისთვის იბრძვის და ფრანგი ხალხისთვის უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს.

"ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნები, 2016 წელი

რუსეთში მხარს დონალდ ტრამპს უჭერენ

WikiLeaks ჰილარი კლინტონის შტაბის მიმოწერას აქვეყნებს

ჰაკერულ თავდასხმაში რუსეთს ადანაშაულებენ

დონალდ ტრამპი არჩევნებში იმარჯვებს

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები, 2017 წელი

რუსეთში მხარს მარინ ლე პენს უჭერენ

რუს ჰაკერებს ემანულ მაკრონის შტაბზე კიბერთავდასხმაში ადანაშაულებენ

WikiLeaks არჩევნებამდე 1 დღით ადრე მიმოწერას აქვეყნებს

...", - წერს meduza.io

პარალელები ამერიკასთან - მიუხედავად აქტიური წინასაარჩევნო კამპანიისა, ანალიტიკოსები და ექსპერტები დონალდ ტრამპის გამარჯვებას პრაქტიკულად გამორიცხავდნენ. ამ პოზიციებს ხშირად სხვადასხვა გამოკითხვის შედეგებით ამყარებდნენ. ხშირ შემთხვევაში დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, ჰილარი კლინტონი ოპონენტს რამდენიმე პუნქტით უსწრებდა. გასული წლის 8 ნოემბერს ყველაფერი შეიცვალა - ქვეყნის პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი გახდა.  მედია საშუალებები ტრამპს მწვავე კრიტიკით უდგებოდნენ და ბოიკოტს უცხადებდნენ, საბოლო ჯამში კი, ის ყველაზე მეტად სწორედ მედია საშუალებების მიერ "პიარდებოდა".

რას აკეთებს მედია საფრანგეთში  - ლმობიერად ექცევა მაკრონს და არ ინდობს მარინ ლე პენს. ფრანგულმა სატირულმა გამოცემა Charlie Hebdo-მ მიმდინარე კვირის ნომერი საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატებს მიუძღვნა, სადაც განსაკუთრებული კრიტიკის "მსხვერპლი" ისევ და ისევ მარინ ლე პენი გახდა.

იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში მსოფლიო დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის არჩევას მოესწრო, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქვეყანას - საფრანგეთს, შესაძლოა, ულტრამემარჯვენე პრეზიდენტი მოევლინოს.

ნამდვილად არის ისეთი შეგრძნება, რომ ეს საპრეზიდენტო არჩევნები, ამერიკის მსგავსად, ისეთ ცვლილებებს მოიტანს, რომლის სრულად წინასწარმეტყველებაც არავის შეეძლო. იქნება თუ არა ამ ცვლილებებში რუსეთის ფედერაცია ჩართული? - ოფიციალური მოსკოვი ამას არ ადასტურებს.

მოსახლეობამ შესაძლოა, აირჩიოს ის კანდიდატი, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში "Brexit-ის განმეორებას" გეგმავს. საფრანგეთის მიერ ევროკავშირის დატოვება კი, უფრო დიდი პოლიტიკური შოკი იქნება, ვიდრე Brexit-ი.

დიდი ალბათობაა, რომ მემარცხენე და კოსნერვატორი ამომრჩევლების გადმობირების ხარჯზე, მარკონი ლე პენს დაამარცხებს, თუმცა საფრანგეთის 25-ე პრეზიდენტის არჩევის პროცესში არაფერია გამორიცხული.

 

ბელა არუთინოვი





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics