|
2017-05-06 12:15:18, 2143 ნახვა
ეკონომიკა
აზიის განვითარების ბანკი საქართველოში ეკონომიკური რეფორმების განხორციელების მხარს უჭერს
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერი/ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, მეთიუ ფოქსს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს. შეხვედრას, რომელიც აზიის განვითარების ბანკის წლიური 50-ე ფორუმის ფარგლებში გაიმართა, ბანკის ალტერნატიული აღმასრულებელი დირექტორი სქოთ დოუსონი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მატკავა დაესწრნენ. დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ვითარებასა და დადებით ტენდენციებზე, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარეობს. გარდა ამისა, მან ყურადღება გაამახვილა მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასა და იმ რეფორმებზე, რომლებიც ამ გეგმის ფარგლებში ხორციელდება. აქცენტი გაკეთდა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერაზე, რომელიც აღნიშნული რეფორმების განხორციელებისაკენაა მიმართული. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სივრცითი განვითარების რეფორმის ფარგლებში, დაგეგმილი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტებზე. მათ შორის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალსა და თბილისი-ლარსის გზის პროექტებზე, რომლებიც აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით განხორციელდება. ასევე, ყურადღება გამახვილდა საბიუჯეტო დახმარების პროგრამაზე, რომელიც მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის განხორციელების პროცესში. შეხვედრაზე ბანკის წარმომადგენლებმა საქართველოს დელეგაციას ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვეს.
(NS)
WSJ: CIA-ს ხელმძღვანელი შესაძლოა პუტინთან მოახლოებული მობილიზაციისა და ნატოზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციის გამო ჩაფრინდა
ჩერგოლეიშვილი- ისეთი მავნე არარაობაც კი, როგორიც ირაკლი ღარიბაშვილია სამართლიანად უნდა გასამართლდეს
ვიცი, როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა - ღარიბაშვილი ახალ წერილს ავრცელებს
20 ტონამდე მეორადი საბურავი - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ „პატრიოტის“რამდენიმე რაკეტა მიიღო
რუსეთმა მოლდოვასთან სასაზღვრო კიდევ ერთ პუნქტი დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)