03:11 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-05 17:02:31, 1778 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარმა გორში დევნილ ოჯახებს ბინების გასაღები გადასცა

საქართველოს  ოკუპირებული  ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,  განსახლებისა  და  ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ  გორში,  8  დევნილ ოჯახს  ბინების გასაღები გადასცეს და ახალმოსახლეობა მიულოცეს.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, დევნილი ოჯახები წლების განმავლობაში გორში, სხვადასხვა ობიექტებში მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ. სამინისტროს მიერ რეაბილიტირებულ შენობაში ახლადგარემონტებული ბინები სოციალურ სახლში, ყოფილი სასტუმროს შენობაში, საბავშვო ბაღის შენობასა და ე. წ „ტურბაზის ჩასახლების“  ხის კოტეჯებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს გადაეცათ.  

მათივე ინფორმაციით, კენჭისყრის პროცედურის შედეგად, გამოვლინდა კონკრეტულად რომელ ბინებში გადანაწილდებიან დევნილი ოჯახები. 

დევნილთა და განსახლების მინისტრის განცხადებით,  სამინისტრო გორში მცხოვრები დევნილებისთვის მიცემულ დაპირებებს ასრულებს.

მისივე თქმით, 2017 წელს  დასრულდება 8 ათსართულიანი კორპუსის მშენებლობა, სადაც ახალ ბინას კიდევ 480 ოჯახი მიიღებს.

„ეს ოჯახები ცხოვრობდნენ გორისთვის ძალიან მნიშვნელოვან ობიექტებში და დღეს ეს ობიექტები დავცალეთ. ერთ-ერთი ასეთი შენობა არის სოციალური სახლი, სადაც სოციალურად დაუცველი ოჯახები  შესახლდებიან   მას შემდეგ,  რაც დევნილი ოჯახები დაცლიან საცხოვრებელ ფართებს.  მეორე,   ბაზრის  ტერიტორიაზე ყოფილი სასტუმროს შენობა,  რომლითაც ინვესტორია დაინტერესებული.  ყველა ასეთი ობიექტი ბოლომდე არ დაცლილა, მაგრამ ეს პროცესი დაიწყო და მივიყვანთ ბოლომდე“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

(NS) 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics