01:47 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-05 16:20:29, 1889 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ თანამდებობა დატოვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაცია "ექსპრენიუსს" ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, ვალერი კვარაცხელიამ თანამდებობა თავისი სურვილით დატოვა და ის ბიზნესში ბრუნდება.

„ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. ვალერი კვარაცხელია კერძო ბიზნესს უბრუნდება. გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ მან რამდენიმე თვის წინ მიიღო. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან და პრემიერ-მინისტრთან შეთანხმების შემდეგ, მან 5 მაისს პოსტი დატოვა“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ვალერი კვარაცხელია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ 2014 წლის 22 ოქტომბრიდან მუშაობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics