|
2017-05-05 15:59:34, 2501 ნახვა
საზოგადოება მსოფლიო
სალონიკში საქართველოს მოქალაქის ცხედარი იპოვეს - დაკავებულია ექიმი
საბერძნეთის ქალაქ სალონიკში საქართველოს მოქალაქის ცხედარი იპოვეს, - ამის შესახებ ბერძნული მედია იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, 36 წლის ქალბატონი ადგილობრივმა სამართალდამცველებმა მდინარეში იპოვეს. როგორც ბერძნული მედია წერს, საქართველოს მოქალაქე საბერძნეთში ოჯახთან, მეუღლესთან და 3 შვილთან ერთად ცხოვრობდა. ის სალონიკის ადგილობრივ საავადმყოფო "ჰიპოკრატეში" ოპერაციას იტარებდა. 27 მაისს ქალბატონი გაუჩინარდა და მეუღლემ აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცველებს მიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში მისი ქირურგია ეჭვმიტანილი. ის დღეს დილით დააკავეს. მედიის ცნობით, ქალბატონის ცხედარი ღამის საათებში საავადმყოფოდან გაიტანეს და შემდეგ მდინარეში ჩააგდეს. სამართალდამცველებმა შესაბამისი ვიდეო ჩანაწერი საავადმყოფოს კამერებიდან ამოიღეს. როგორც "ექსპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საბერძნეთში საქართველოს გენერალური საკონსულო ინფორმირებულია. "ოჯახს საკონსულოსთვის არ მიუმართავს. თუმცა, მომხდართან დაკავშირებით საბერძნეთში საქართველოს გენერალური საკონსულო ინფორმირებულია და ინფორმაციის მიღების მიზნით სამართალდამცავ ორგანოებს უკვე მიმართა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით 1 პირია დაკავებული", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)