|
2015-04-11 13:48:07, 1070 ნახვა
საზოგადოება
გარევაჭრობა, ჩვენი მოქალაქეები და კაბალურ პირობებში ნაშოვნი მინიმალური შემოსავალი...
გარევაჭრობა არამხოლოდ დედაქალაქის პრობლემა და თავსატეხია, არამედ მთელი ქვეყნის. ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, გარევაჭრობის აკრძალვა და მისი „ლეგალიზება“ ერთგვარი პრობლემაა. მძიმე სოციალური ყოფის, რთული ეკონომიკური მდგომარეობის, გაუფასურებული ეროვნული ვალუტის და დაუსაქმებელი მოქალაქეების ფონზე გარევაჭრობის აკრძალვა და ათასობით თვითდასაქმებულის ულუკმაპუროდ დატოვება, აღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე არამართებულად მიმაჩნია. თბილისში გარემოვაჭრეების ოფიციალური მონაცემები დაუზუსტებელია, თუმცა მათი რიცხვი არაოფიციალური მონაცემებით 4 ათას აღემატება, ქვეყნის მასშტაბით კი 80 ათასამდე აღწევს. დედაქალაქში და არამხოლოდ დედაქალაქში გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა, საპროტესტო აქციას კი კონტრაქცია მოჰყვა იმის მოთხვნით, რომ იქნებ ცოტა ხნით მაინც გააჩერონ გარემოვაჭრეები გარეთ. 2006 წლის 29 დეკემბერს თბილისის საკრებულომ გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ეს საკითხი ამ დრომდე ჯერ არ მოგვარებულა. სწორედ აღნიშნული თარიღიდან გარევაჭრობა კანონდარღვევად ითვლება და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153-ე პრიმა მუხლის თანახმად, დაჯარიმებას იწვევს 20 და 50 ლარამადე. არაერთ ფაქტს შევსწრებივართ გარემოვაჭრეების აწიოკების, მათი დახლების დაშლის და საქონლის კონფისკაციის, რიგი მიზეზებიდან გამომდინარე არ არის მარტივი ცივი გონებით შეხედო ყოველივე ზემოთ აღნიშნულს. დედაქალაქში სადგურის მიმდებარე ტერიტორია, ეს ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტი გარემოვაჭრე იყრის თავს და ცდილობს დღის ბოლოს საკუთარი ჯაფით მოპოვებული მინიმალური შემოსავალი სახლში მიიტანოს. აქ ყველა გარემოვაჭრის ისტორია თითქოს ერთმანეთს ჰგავს. ზოგი ქირით ცხოვრობს, ზოგი აფხაზეთიდან დევნილია, ზოგი თბილისელი სოციალურად დაუცველი, ზოგი კიდევ რეგიონიდან არის ჩამოსული. გიორგი კაჯილაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტია, ბიზნესადმინისტრირებაზე სწავლობს და პარალელურად გარევაჭრობით არის დასაქმებული. ამბობს, რომ ეს მისთვის იოლი არ არის, დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე ქუჩაში მძიმე პირობებში უწევს დგომა, მაგრამ ამ გზით უნივერსიტეტში სწავლის გადასახადს იხდის. საპატრულო პოლიციის მიერ მის პროდუქციის კონფისკაციას იხსენებს, მას იმედი აქვს, რომ სახელმწიფო გარემოვაჭრეებისთვის რამე ალტერნატიულ და მისაღებ გზას გამოძებნის. „დილა 8 საათზე იწყება საღამოც 8- ზე მთავრება, არ არის იოლი, შეგროვებული კაპიკებით უნივერსიტეტში გადასახადს ვიხდი. დღიური შემოსავალი 10, მაქსიმუმ 15 ლარია“,- ამბობს „ექსპრესნიუსთან“ თვითდასაქმებული სტუდენტი გიორგი კაჯილაშვილი, რომელიც პურითა და საწერი კალმებით ვაჭრობს. მადონა ჯოჯუა სტუდენტი არ არის, მაგრამ აფხაზეთიდან დევნილია, ქირით ცხოვრობს და როგორც „ექსპრესნიუსთან“ საუბარში თვალცრემლიანი აღნიშნავს, ვალებში „იხრჩობა“. გიორგის მსგავსად, მისი დღიური შემოსვალი მაქსიმუმ 10 -15 ლარს აღწევს. „აქ დგომას გვიშლიან შვილო... რამდენჯერ ავუწიოკებივართ იცით? რამდენჯერ დაუშლიათ ჩემი დახლი და რამდენჯერ წაუღიათ საქონელი იცით? რამდენს შემოვაწვდინო დღეში ნავაჭრი 10 ლარი ? ბორჯომის ვაგზალზე დახლებთან ყველას თავისი ახლობელი და ნაცნობი ჰყავს დასაქმებული. დახლთან მეც ვიდექი ბოლო რიგში, იმდენად ცუდი ადგილი იყო მანდ მყიდველი არ მოდიოდა. დღიური გადასახადი კი 10 ლარი იყო. იძულებული გავხდი ისევ ქუჩაში დავმდგარიყავი“,-აცხადებს ჯოჯუა. P.S. გარევაჭრობა საბოლოოდ , რომ აღმოფხვრას რა გზებს უნდა მიმართოს ათასობით თვითდასაქმებულმა მოქალაქეებმა, რომლის დღიური შემოსავალი ათი ლარია. რამდენად სამართლიანია ხელისუფლების პოლიტიკა გარემოვაჭრეების და გარევაჭრობის მიმართ? გარევაჭრობის აკრძალვასთან ერთად, ხელისუფლებამ უნდა შეიმუშავოს მექანიზმი და გამოძებნოს ალტერნატიული გზა იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები ნორმალურ, ადამიანურ პირობებში დასაქმდნენ. თაკო მაქაცარია
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)