22:57 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-05 13:45:20, 1746 ნახვა

პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე ევროპის ფონდის და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მეურვეთა საბჭოს წევრებს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა  ვიქტორ დოლიძემ ევროპის ფონდის და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მეურვეთა საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ დოლიძემ აღნიშნა, ევროპის ფონდი მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა მაღალკვალიფიციური ექსპერტებით.

„ევროპის ფონდი არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, რომელიც  მაღალკვალიფიციური ექსპერტებისგან შედგება.  ისინი ეხმარებიან საქართველოს  ტექნიკური კონსულტაციების გაწევაში და  მომზადებაში, რომელიც კვალიფიკაციის ამაღლებას უწყობს ხელს, ასევე რა თქმა უნდა ექსპერტულ დახმარებას გვიწევს ძალიან ბევრი მიმართულებით. მადლობა მინდა მათ  გადავუხადო. მათთან თანამშრომლობა, პრობლემის იდენტიფიკაცია, ასოცირების შესახებ  შეთანხმების მომავალი უკეთესი იმპლემენტაციის თვალსაზრისით და თან სამოქალაქო სექტორთან ერთად ეს სიახლოვე , რა თქმა უნდა ყოველთვის გვადგება და ამიტომაც მე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მათთან კონტაქტში ვიყო“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

მეურვეთა საბჭოს ვიზიტის დროს დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, არსებულ და პოტენციურ დონორებთან.

შეხვედრის მიზანი პროგრამებისა და პრიორიტეტების გაცნობა და რეგიონში არსებული პოლიტიკური თუ ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება იყო, რაც დაეხმარება საბჭოს წევრებს უკეთ გაანალიზონ არსებული გამოწვევები და საჭიროებები სამომავლო სტრატეგიის დასაგეგმად.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics