2017-05-05 12:43:00, 2203 ნახვა
პოლიტიკა
ქუთაისში, საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვა მიმდინარეობს
ქუთაისში, საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვა მიმდინარეობს.
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში შეკრებილ საზოგადოებას კონსტიტუციურ ცვლილებებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცნობს.
როგორც ცნობილია, საორგანიზაციო კომისია რეგიონების მასშტაბით გასვლით სხდომებს ყოველდღიურად გამართავს. 5 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, დაგეგმილია განხილვები შემდეგ ქალაქებში: ქუთაისი, ამბროლაური, ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი, ახალციხე, გორი, თელავი, მცხეთა, რუსთავი და თბილისი.
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვისთვის ერთთვიანი ვადაა განსაზღვრული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან