22:57 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-05 12:16:48, 2029 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოში რეგიონული მნიშვნელობის ევროპული სკოლა გაიხსნება

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოში რეგიონული მნიშვნელობის ევროპული სკოლა გაიხსნება.

ამის შესახებ პრემიერმა ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ევროპული სკოლის გახსნის იდეა იოჰანეს ჰანს ეკუთვნის.

„ევროკომისიასთან ერთად ჩვენ ასევე ვგეგმავთ საქართველოში რეგიონული მნიშვნელობის ევროპული სკოლის გახსნას. ეს იდეა ეკუთვნის იოჰანეს ჰანს, რომლისთვისაც მას მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ეს სკოლა საშუალებას მისცემს ჩვენს ახალგაზრდობას მომავალი წლის სექტემბრიდან მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება. ეს სკოლა საფუძველს ჩაუყრის მომავალში ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო კვალიფიციური პროფესიული კადრების მომზადებას”,-განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics