01:47 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-05 11:52:48, 1733 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის მინისტრმა გურჯაანში ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში დაფინანსებული ღვინის საწარმო დაათვალიერა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, კახეთის რეგიონის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის მენეჯერმა გიორგი ჯიბლაძემ  გურჯაანის მუნიციპალიტეტში „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შექმნილი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ღვინის საწარმო, შპს „მარანული“ დაათვალიერეს.

სამინისტროს ინფორმაციით, შპს „მარანული“ 2015 წელს გაიხსნა. საწარმოში, სადაც  100 ადამიანია დასაქმებული, წლიურად 300 ტონამდე ყურძნის გადამუშავება ხდება. წარმოებული  285.000  ბოთლი ღვინის რეალიზაცია ხორციელდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში.

კომპანია სახელმწიფო პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 3,350,000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 600,000 აშშ დოლარს შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს.

2013 წლიდან, ახალი საწარმოების შექმნის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 750 -ზე მეტი მოქმედი და 158 ახალი საწარმო, აქედან კახეთის რეგიონში  53 ახალი საწარმოა შექმნილი.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics