17:55 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-04 17:25:38, 2227 ნახვა

მსოფლიო
ბარაკ ობამა: მხარს ვუჭერ ემანუელ მაკრონს, წინ, გაუმარჯოს საფრანგეთს (ვიდეო)

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ის მხარს ემანუელ მაკრონს უჭერს, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში განაცხადა.

როგორც ობამამ აღნიშნა, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები მთელი მსოფლიოსთვის არის მნიშვნელოვანი.

"ყოველთვის მადლიერი ვიყავი ფრანგ ხალხთან მეგობრობისთვის. ასევე, იმისთვის, თუ რა სამუშაო გავწიეთ ერთობლივი ძალისხმევით, სანამ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტს ვიკავებდი. არ ვაპირებ, რაიმე არჩევნებში ჩართვას, რადგან პრეზიდენტი აღარ ვარ, მაგრამ საფრანგეთის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და იმ ფასეულობებისთვის, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია.  საფრანგეთის წარმატება მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია. მე მომწონს ის წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც ემანუელ მაკრონმა ჩაატარა", - განაცხადა ობამამ.

მისივე შეფასებით, ცენტრისტი ემანუელ მაკრონი, ქვეყანას უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს.

"ის ლიბერალური ფასეულობებისთვის იბრძვის. მან ის მნიშვნელოვანი როლი წარმოაჩინა, რომელსაც საფრანგეთი ევროპაში და მსოფლიოში თამაშობს. ის უზრუნველყოფს უკეთეს მომავალს ფრანგი ხალხისთვის. ის ხალხს იმედს უჩენს და არა შიშს. მაკრონისთან საუბრის დროს მივიღე დიდი სიამოვნება, როდესაც მისი ხედვები განვიხილეთ. ვიცი, რომ ბევრი წინააღმდეგობა გედგათ წინ, მაგრამ მინდა საფრანგეთში ყველა ჩემმა მეგობარმა იცოდეს, რომ თქვენს წარმატებას ვგულშემატკივრობ. ვინაიდან ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, მინდა იცოდეთ, რომ რომ მე მხარს ემანუელ მაკრონს ვუჭერ. წინ! გაუმარჯოს საფრანგეთს!“, - აღნიშნა ბარაკ ობამამ.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ვიდეო-მიმართვა, ემანუელ მაკრონიმ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გააზიარა. 

ვიდეო





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics