04:49 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-11 10:59:05, 625 ნახვა

საზოგადოება
ხანდაზმულთა პანსიონატში ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟი მიმდინარეობს

ხანდაზმულთა პანსიონატში ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟი მიმდინარეობს. 

როგორც „ექსპრესნიუსს“ ხანდაზმულთა პანსიონატის უფროსმა დარეჯან თომაძემ განუცხადა, 2014 წელს მათი თხოვნის შესაბამისად რაიონულმა გამგეობამ ეზო შემოღობა. ამ ეტაპზე პანსიონატთან მისასვლელ გზას აგებენ. რაც შეეხება გათბობის სისტემის მონტაჟს, სამუშაოები რამოდენიმე დღეა მიმდინარეობს. პანსიონატში ცენტრალური გათბობა დამონტაჟდება. ამასთან,  მოხუცებს ყველა ოთახში გათბობა და ცხელი წყალი ექნებათ.

„სამზარეულოში ბუნებრივი აირი გვაქვს, თუმცა ოთახებში გათბობა და ცხელი წყალი არ იყო. მოხუცები ელექტროღუმელებით თბებოდნენ, მაგრამ დერეფანში რომ გამოდიოდნენ ცივდებოდნენ. ეს არის საუკუნის პროექტი“, – აღნიშნა დარეჯან თომაძემ.

სახელმწიფო ფონდის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ლაშა ჯინჯიხაძის ინფორმაციით, ამ პროექტში  4 სხვადასხვა ორგანიზაცია იღებს მონაწილეობას: სახელმწიფო ფონდი, თბილისის მერია, „ენერგოეფექტურობის ცენტრი  საქართველო“ და ასევე USAID –ის მხარდაჭერით მოხდება რიგი ღონისძიებების დაფინანსება.

თბილისის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის ირაკლი ბერეკაშვილის თქმით, მოხუცთა პანსიონატში სამუშაოები რამოდენიმე თვეში დასრულდება.

„ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ დონორ ორგანიზაციებთან, რომლებიც ენერგოეფექტურობის ნაწილში პროექტებს ახორციელებენ და გარკვეულ ფინანსირებას გამოყოფენ ამ მიზნებისთვის. „ენერგო ეფექტურობა საქართველოსთან“ ერთად მოხდა დონორებთან დაკავშირება  დონორებთან.  შედგა პროექტი, რომლითაც მთლიანად მოხდება  ამ შენობის აღჭურვა, მათ შორის ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებით.  უკვე რამოდენიმე თვეში  ყველა ოთახში, ყველა საერთო სივრცეში იქნება ცხელი წყლით მომარაგებისა და გათბობის პრობლემა მოგვარებული“, – აღნიშნა ბერეკაშვილმა.

აღნიშნული სამუშაოები დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ საქალაქო მსამსახურების თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა და ხანდაზმულებს აღდგომის დღესასწაული მიულოცეს.

 „მოვედით, რომ აქ მყოფ ჩვენ  თანამოქალაქეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცოთ. გარდა ამისა,  ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ და ვეხმარებით აქ ადმინისტრაციას, იმისათვის, რომ პირობები მოწესრიგდეს. რაიონულმა გამგეობამ ეზოს პერიმეტრი მოაწესრიგა და შემოღობა. მიმდინარეობს მათთვის გათბობის სისტემის მონტაჟი და ყაზტრანსგაზთან თანამშრომლობით უახლოეს პერიოდში უკვე ცენტრალიზებული გათბობა ექნებათ. მათ ვუწესრიგებთ სხვა ისეთ საჭიროებებს, რომელიც წლების განმავლობაში მათთვის მნიშვნელოვანი  პრობლემა იყო“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics