|
2017-05-04 16:02:09, 2195 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) წლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი 5-6 მაისს, იაპონიის ქალაქ იოკოჰამაში, მონაწილეობას მიიღებს აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 50-ე წლიურ შეხვედრაში. აღსანიშნავია, რომ ბანკის მმართველთა საბჭოში საქართველოს სწორედ ფინანსთა მინისტრი წარმოადგენს. წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ორმხრივ შეხვედრას გამართავს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ ტაკეჰიკო ნაკაოსთან, დაგეგმილია შეხვედრები აღნიშნული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის სხვა ხელმძღვანელ პირებთან, აგრეთვე მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრაში მონაწილეობენ. საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრია 2007 წლიდან. ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში მიმდინარეობს პროექტები და პროგრამები როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში. საქართველოში პროექტები და პროგრამები ხორციელდება ენერგეტიკის, გზის ინფრასტრუქტურისა და წყლის/წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობის მიმართულებით, აგრეთვე ბიუჯეტის მხარდაჭერის პროგრამებისა და სხვადასხვა მუნიციპალური პროექტების დაფინანსების მიმართულებით. დღეის მდგომარეობით, ADB-ის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია.
(NS)
WSJ: CIA-ს ხელმძღვანელი შესაძლოა პუტინთან მოახლოებული მობილიზაციისა და ნატოზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციის გამო ჩაფრინდა
ჩერგოლეიშვილი- ისეთი მავნე არარაობაც კი, როგორიც ირაკლი ღარიბაშვილია სამართლიანად უნდა გასამართლდეს
ვიცი, როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა - ღარიბაშვილი ახალ წერილს ავრცელებს
20 ტონამდე მეორადი საბურავი - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ „პატრიოტის“რამდენიმე რაკეტა მიიღო
რუსეთმა მოლდოვასთან სასაზღვრო კიდევ ერთ პუნქტი დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)