|
2017-05-03 21:37:06, 1420 ნახვა
სპეციალური ანონსი
4 მაისის ანონსი
4 მაისს, 09:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. 4 მაისს, 11:00 საათზე, ქუთაისის პარლამენტის შენობაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდება. მის.: ქუთაისი, დარბაზი №304 4 მაისს, 11:00 საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში გაიმართება პროექტის „ქალაქი-ბიბლიოთეკა“ პრეზენტაცია, რომელსაც გაუძღვებიან თბილისის მერი დავით ნარმანია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და ელექტრონული წიგნების სახლ „საბას“ დამფუძნებელი რატი ამაღლობელი. 4 მაისს, 13:00 საათზე, ევროპის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით, ევროპის დღის აღსანიშნავ საერთო სახალხო ღონისძიებას გამართავს. 4 მაისს, 15:00 საათზე, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის ელჩი, იანოშ ჰერმანი, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა და პარლამენტის წევრი, გიორგი კანდელაკი დაესწრებიან და ევროპის დღეს აღნიშნავენ. 4 მაისს, 19:00 საათზე, Tbilisi Marriot Hotel-ში გაიმართება პრეზენტაცია - „მომღერალი ღვინო“, რომლის მიზანია ქართული ტრადიციების ექსპორტი მსოფლიოში. პრეზენტაციას აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)