|
2017-05-03 17:03:02, 2017 ნახვა
საზოგადოება
ინოვაციური სერვისების ლაბორატორიამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინოვაციური სერვისების ლაბორატორია საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აღიარებულ იქნა, როგორც საჯარო სფეროში არსებული ინოვაციური მოდელი. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) სერვისლაბი, მისი მოდელის, მიზნებისა და აქტივობების გათვალისწინებით, შეარჩია, როგორც საჯარო სექტორის ერთ-ერთი ინოვაცია და განათავსა მსოფლიოს ინოვაციური პროექტების მონაცემთა ბაზაში. აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომლის წარმატებული მაგალითი საჯარო სექტორის ინოვაციების ობსერვატორიის (OPSI დაარსებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ფარგლებში) მიერ იქნა აღიარებული. ინოვაციური სერვისების ლაბორატორია, სააგენტოს ფარგლებში, 2014 წელს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ჩამოყალიბდა. ლაბორატორიის წარმომადგენლებს 2016 წელს შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული „საჯარო სექტორის განვითარების ხელშეწყობა, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სერვისების ეფექტური მიწოდების გზით” პროექტის ფარგლებში განხორციელებული სასწავლო ტურის შედეგად შესაძლებლობა მიეცათ, გაეცნოთ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წარმომადგენლები და მათთვის წარედგინათ სერვისლაბის საქმიანობა. ინოვაციური სერვისების ლაბორატორია, სხვადასხვა ინოვაციური პროექტის განხორციელებისა და საჯარო სექტორში ინოვაციური აზროვნების ჩამოყალიბების მიზნით, თანამშრომლობს სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებთან. სერვისლაბი მიზნად ისახავს მომხმარებელთა მოთხოვნებსა და საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული სერვისების შექმნას.
(NS)
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)