|
2017-05-03 14:47:00, 1760 ნახვა
პოლიტიკა
ბობოხიძე კობახიძეს: უამრავი დადებითი თვისება გაქვთ, მაგრამ უცებ რაღაცას იზამთ და წყალში ყრით ყველაფერს
„ბატონო ირაკლი, უამრავი თვისება შემიძლია გითხრათ დადებითი თქვენი როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, მაგრამ რაღაც უცნაური რამ გჭირთ, რაღაცას უცებ ერთს იზამთ და მთლიანად წყალში ჩაყრით ხოლმე ყველაფერს“, - ასე მიმართა „მოძრაობა თავისუფლებისთვის ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე. უმცირესობის დეპუტატმა უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე ბენიტო მუსოლინის კანონს შეადარა. ამასთან, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მას შთაბეჭდილება რჩება, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს არც აქვს წაკითხული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი. „თქვენ წეღან გვამადლით, რომ თურმე თქვენს მიერ შემოთავაზებული ვარიანტი არ ჰგავს მუსოლინის კანონს, არადა ჰგავს ბატონო ირაკლი ძალიან. მრჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენ კომისიის თავმჯდომარეს წაკითხულიც კი არ გაქვთ რა პროექტს გვთავაზობთ იმიტომ, რომ მე ელემენტარული არითმეტიკით დაგითვლით. თქვენი შემოთავაზებული პროექტი, უკვე კანონად, რომ ყოფილიყო ამოქმედებული თქვენ 2016 წლის არჩევნებში 100 ხმაზე უფრო მეტს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარმაც კი არ გამოგიცხადათ ნდობა. ანუ მაგ ამბავშიც, პირდაპირ ერთი ერთზე მუსოლინის ვარიანტშიც გადადიოდით. ოღონდ ჩვენ მადლობელი უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ პირდაპირ მუსოლინივით ბოლომდე არ თავხედობთ და პირდაპირ არ ითხოვთ ორ მესამედს. თუმცა ეს ორი მესამედი შეიძლება ირიბად მაინც გამოგივიდეთ. თქვენ მუსოლინის ნამდვილად არ ჰგავხართ, მხოლოდ ერთი მარტივი მიზეზის გამო, თქვენ ისევე განსხვავდებით მუსოლინის მასშტაბებისგან როგორც იტალიის ეროვნული სია განსხვავდებოდა ქართული ოცნების სიისგან რაოდენობრივი და მასშტაბური თვალსაზრისით, თორემ კარიკატურა ნამდვილად ხართ „ქართული ოცნება“ და ძალიან მტკივნეულად ამას ნუ განიცდით. თქვენ რომ ეს ამბავი იმის მერე გაგეგოთ, როცა კანონს მიიღებდით, ალბათ თვითმკვლელების რიგი დაგვიდგებოდა „ქართული ოცნების“ დეპუტატებისგან „ეს რა საშინელება“ გვიქნიაო. თუ რამე უბედურება დააპირეთ, დღემდე ყველაფერი გამოგივიდათ და არ ვიცი სად გადის ქართველი ხალხის მოთმინების ზღვარი, მოითმინოს ისეთმა ხელისუფლებამ, როგორიც მას თქვენი სახით დღეს ჰყავს“,-განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)