|
2017-05-03 14:10:19, 1308 ნახვა
საზოგადოება
საქსტატი: აპრილში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 6,1% შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აპრილში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0,1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6,1 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,4 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,42 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (8,8 პროცენტი), ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (7,0 პროცენტი), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (1,6 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ზეთსა და ცხიმზე (-0,9 პროცენტი) და თევზეულზე (-0,6 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1,7 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,23 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-3,3 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-2,4 პროცენტი). წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: მოცემულ პერიოდში ფასების 7,6 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, რაც 2,31 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (18,2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (11,5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (10,8 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (8,0 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (6,7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-2,5 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 17,6 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 2,11 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მატება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (25,6 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (4,5 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3,7 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 14,5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0,94 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (30,0 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1,8 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 6,1 პროცენტით, რაც 0,54 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (15,7 პროცენტი) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (4,0 პროცენტი).
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)