00:27 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-03 13:48:33, 2056 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
საგარეო უწყების საკონსულო დეპარტამენტი ისრაელში გამგზავრების მსურველებს მიმართავს

საკონსულოს დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი ტაბატაძის განცხადებით, თუ ისრაელში საქართველოს მოქალაქეების არალეგალური მიგრაციის მაჩვენებელი 2-3%-მდე შემცირდება, ქართულ მხარეს ისრაელთან შრომითი მიგრაციის საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების საფუძველი მიეცემა.

როგორც ტაბატაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 27 თებერვლიდან ისრაელმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, რის გამოც, საემიგრაციო პოლიტიკა შეიცვალა.

მისივე თქმით, 17 აპრილიდან თავშესაფრის მიღების შესახებ განცხადებების განხილვა აღარ ხდება და საქართველოს მოქალაქეს ისრაელში ლეგალურად მუშაობის უფლება აღარ აქვს. 

„ამიტომ, თუ ისრაელში გამგზავრების მსურველის მიზნები უვიზო რეჟიმის პირობებს არ შეესაბამება, საქართველოს მოქალაქის დეპორტირება ხდება, რამაც ისრაელში საქართველოს მოქალაქეების არალეგალური მიგრაციის მაჩვენებელი შეამცირა“, - განაცხადა ტაბატაძემ. 

საკონსულოს დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 2016 წლის სტატისტიკის თანახმად, ისრაელის საზღვარი საქართველოს 18 437-მა მოქალაქემ გადაკვეთა, სამშობლოში 14 327 დაბრუნდა, ისრაელში შესვლაზე უარი 3 974 ადამიანს ეთქვა და ქვეყნიდან საქართველოს 304 მოქალაქის დეპორტირება მოხდა. დეპორტაციის მოტივად ისრაელის მხარე ქვეყანაში არალეგალურად დარჩენის მცდელობას ასახელებს.

2017 წლის სტატისტიკას საგარეო უწყება ისრაელიდან უახლოეს მომავალში ელოდება. საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ისრაელში მუშაობის მიზნით ფინანსები არ დახარჯონ და ცრუ მოლოდინები არ შეიქმნან, რადგან უვიზო რეჟიმი ისრაელთან, ევროკავშირის მსგავსად მუშაობის უფლებას არ ითვალისწინებს. ტაბატაძის თქმით, ამ წესების დაცვა მნიშვნელოვანია, რადგან თუ არალეგალური მიგრაციის მაჩვენებელი შემცირდება, საქართველოს ისრაელთან შრომითი მიგრაციის საკითხზე მოლაპარაკებებს დაწყების საფუძველი მიეცემა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics