23:46 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-02 19:45:12, 830 ნახვა

სპეციალური ანონსი
3 მაისის ანონსი

09:30 საათზე, სასტუმროში Holiday Inn Tbilisi საქართველო-თურქეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება.

10:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებთან გასაუბრებას გამართავს.

11:00 საათზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ინტეგრაციის ცენტრს გახსნის. მისამართი: თბილისი, ლიბანის ქ. N31 რელიზს მოგცემ, უბრალოდ ანონსებისთვის.

11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში საერთაშორისო ბიოეთიკური სიმპოზიუმი ჩატარდება, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო და კათოლიკური ეკლესიის ადმინისტრაცია ამიერკავკასიაში ერთობლივად გამართავენ.
თემა: „დედობა: სოციალური, ეთიკური, სამედიცინო, ბიოლოგიური, სამართლებრივი, ფსიქოლოგიური და კულტურული ასპექტები“.
მის: გუდიაშვილის ქ. #3

11:00 საათზე, "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" ოფისში გიორგი კანდელაკის ბრიფინგი გაიმართება.

თემა.: რუსული პროპაგანდისტული მანქანა - „ღამის მგლები“.
მის.: ორთაჭალა, გულიას ქ. #1
საკონტაქტო ინფორმაცია:  თეონა უსტიაშვილი - 577 27 00 24; თეონა ოთანაძე - 577 95 11 15

11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
მის.: ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი.

11:30 საათზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შენობაში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სტაჟირების საპილოტე პროგრამის კონკურსის გამარჯვებულებს შეხვდება.
მის: ლეონიძის ქ. # 3/5

12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
მის.: ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი

12:00 საათზე, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ბენდელიანი, „სოკარ ჯორჯია გაზის“ და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, პანკისის ხეობაში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში ახლად აშენებულ გაზგამანაწილებელ ქსელს დაათვალიერებენ.

12:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ალექსანდრე ელისაშვილი და ურბანული ლაბორატორიის დირექტორი გიორგი ბაბუნაშვილი პრეზენტაციას გამართავენ.
თემა: "თბილისის მეტროპოლიტენი: გამოწვევები, შესაძლებლობები და პერსპექტივები".
მის: თავისუფლების მოედანი #2

13:00 საათზე, ”ფაბრიკაში”, პროექტის „სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების“ პირველი ფაზის დასრულების ღონისძიება გაიმართება, რომელსაც დაესწრებიან: სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.
მის: ნინოშვილის ქ. #8

15:00 საათზე, ლოპოტას ტბაზე, სასტუმრო „ლოპოტაში“, საპარტნიორო ფონდი ხელს მოაწერს შპს „ლოპოტა ინვესტმენტთან“ პარტნიორთა შეთანხმებას, რომელიც ლოპოტას ტბაზე არსებული სასტუმროს გაფართოებას ითვალისწინებს. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები დაესწრებიან.

15:00 საათზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან რაზმაძე სატრანსპორტო სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებს შეხვდება.
მის.: ქ. თბილისი, ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის №8

15:00 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-3 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება.

15:00 საათზე, სასტუმროში ”ბილტმორ თბილისი", პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავად ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი კესტუტის იანკაუსკასი გახსნილად გამოაცხადებენ კონკურსს ,,ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“, რომელიც 2017 წელს საქართველოში მეექვსედ გაიცემა.

18:30 საათზე, გოეთეს ინსტიტუტში ყოველწლიური პროექტი „გერმანული ენის თვე“ ოფიციალურად გაიხსნება, რომელსაც საზეიმოდ ავსტრიის რესპუბლიკის ელჩი არად ბენკო, გერმანიის ელჩის მუდმივი წარმომადგენელი მონიკა ლენჰარდი, შვეიცარიის კონფედერაციის ელჩი ლუკას ბეგლინგერი და ასევე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები გახსნიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics