23:00 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-02 18:55:24, 1606 ნახვა

საზოგადოება
თბილისის გენგეგმის შემსრულებელი კომპანია არქიტექტურის სამსახურმა 151 200 ლარით დააჯარიმა

თბილისის გენგეგმის შემსრულებელი კომპანია არქიტექტურის სამსახურმა 151 200 ლარით დააჯარიმა.

როგორც უწყებაში გაგვიმარტეს კომპანია "სითო ინსტიტუტი საქართველო" სამჯერ დაჯარიმდა წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტის ხარისხის მოთხოვნასთან შეუსაბამობის გამო.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურსა და ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ შორის, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების მომსახურების შესყიდვის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად: თუ მიწოდებული შესყიდვის ობიექტის ხარისხი არ შეესაბამება მოთხოვნას, ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველო“ ვალდებულია უსასყიდლოდ გამოასწოროს ნაკლი ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.

"თუ ფაქტი განმეორდება, ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ნაკლის გამოსწორებასთან ერთად ეკისრება ჯარიმა - ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,2 პროცენტის ოდენობით. მესამედ იგივე შემთხვევა იწვევს ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დაჯარიმებას ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5 (ხუთი) პროცენტის ოდენობით. ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველო“ სამუშაოების შესრულების სხვადასხვა ეტაპზე, წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტის ხარისხის მოთხოვნასთან შეუსაბამობის გამო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად დაჯარიმებულ იქნა სამჯერ: 1) მეორე ეტაპის სამუშაოების ჩაბარებისას - 5 600 ლარით; 2) მეოთხე ეტაპის სამუშაოების ჩაბარებისას - 5 600 ლარით; 3) მეოთხე მეოთხე ეტაპის სამუშაოების ჩაბარებისას -140 000 ლარით." - განმარტავენ არქიტექტურის სამსახურში.

აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების თანახმად: საჯარიმო სანქციის გადახდა არ ათავისუფლებს ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან. შესაბამისად, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დახარვეზებული დოკუმენტაციის კორექტირებისა და ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესი.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics