23:00 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-02 17:29:26, 1444 ნახვა

საზოგადოება
კახა კახიშვილი დეპუტატებთან ერთად ქალ მსჯავრდებულებს შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე  სოფიო კილაძესა და კომიტეტის  წევრ დეპუტატებთან ერთად N5 პენიტენციურ დაწესებულებაში  მსჯავრდებულებს შეხვდა.

მინისტრმა კანონმდებლებთან ერთად მსჯავრდებულებს პატიმრობის კოდექსსა და მის თანმდევ კანონებში ცვლილებათა პაკეტის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. კახა კახიშვილის განცხადებით პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაამტკიცა, სასჯელის აღსრულების სფეროში არაერთი უპრეცედენტო სიახლის დანერგვას ითვალისწინებს.  მათ შორის: პენიტენციურ სისტემაში იქმნება სრულიად ახალი ტიპის - გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; არასაპატიმრო სასჯელის სახე შინაპატიმრობა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც ინერგება; მსჯავრდებულ დედებს, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებაში  სამ წლამდე ასაკის შვილთან ერთად იმყოფებიან, უფლება მიეცემათ სამი წლის ასაკის მიღწევის გამო, ბავშვის დაწესებულებიდან გაყვანის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში უქმე დღეებში დროებით დატოვონ პენიტენციური დაწესებულება; იცვლება უვადოდ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის გადასინჯვის საკითხი; ასევე,  იხვეწება მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის თაობაზე ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი.  შეხვედრა ინტერაქიულ რეჟიმში წარიმართა. კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით მინისტრმა და დეპუტატებმა მსჯავრდებულების პოზიციებიც მოისმინეს. მსჯავრდებულებმა შეხვედრის მონაწილეებს მათთვის საინტერესო თემებზე შეკითხვები დაუსვეს.  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის განცხადებით მნიშნელოვანია, როდესაც მისი კომიტეტის წევრები მინისტრთან ერთად უსმენენ მსჯავრდებულებს. 

„პირადად ამ ადამიანებისგან მოვისმინეთ პოზიცია  რეფორმებთან დაკავშირებით, მიხარია რომ სწორედ ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც უზრუნველყო ამ ადამიანების უფლებების დაცვა ევროპული სტანდარტებით. რა თქმა უნდა არსებობს გამოწვევები, თუმცა ჩვენ რეფორმებს აუცილებლად გავაგრძელებთ,“-განაცხადა სოფიო კილაძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ვანო ზარდიაშვილის განცხადებით დაწესებულებაში მათი ვიზიტის ძირითადი მიზანი ვითარების ადგილზე გაცნობა და კონკრეტულ საკითხებზე თავად მსჯავრდებულების მოსაზრებების მოსმენა იყო.

ცვლილებათა პაკეტი ბოლო წლებში დაწყებული სისტემური რეფორმების გაგრძელებაა და მისი მიზანია პენიტენციური სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან მაქსიმალური დაახლოება, ადამიანის უფლებათა და სარეჟიმო პირობების დაცვის უზრუნველყოფა, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics