|
2017-05-02 11:35:44, 1635 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრის რეგისტრატორებს ტრენინგები უტარდებათ
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრატორებისთვის ტრენინგები მიმდინარეობს. ინსტრუქციების, დებულებების, ბრძანებების და სხვ.ნორმატიულ საკითხების დეტალურ განხილვასთან ერთად, რეგისტრატორები პრაქტიკაში არსებულ პრობლემურ შემთხვევებზეც იმსჯელებენ. სასწავლო კურსზე მიღებული ინფორმაცია და უნარები რეგისტრატორებს რთული სარეგისტრაციო შემთხვევების უკეთ გადაწყვეტაში დაეხმარება და მიწის რეფორმის ეფექტურად განხორციელებას შეუწყობს ხელს. ტრენინგები მთელი ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფო პროექტში ჩართული ყველა რეგისტრატორისთვის ჩატარდება. მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა 2016 წლის პირველი აგვისტოდან მიმდინარეობს და მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებიან. რეფორმის ფარგლებშ, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურა მნიშვნელოვნად გამარტივდა, მოიხსნა ბარიერები რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა, ხოლო რეგისტრაციის პროცედურა წახალისდა.
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)