23:00 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-02 11:22:34, 1457 ნახვა

საზოგადოება
თბილისის კონსერვატორია 100 წლის იუბილეს რეაბილიტირებული შენობით შეხვდა

ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში თბილისის უმაღლესი სამუსიკო სასწავლებლის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მუსიკალური ფესტივალი გაიხსნა.

კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამართულ  ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია,  მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი,  კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია და  თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი დაესწრნენ.

საიუბილეო ღონისძიება კონსერვატორიის რეაბილიტირებულ ისტორიულ შენობაში ჩატარდა. გრიბოედოვის ქუჩა N8/10-ში მდებარე შენობის რეაბილიტაცია  თბილისის მერიის დავალებით თბილისის განვითარების ფონდმა განახორციელა.

სამუშაოები პროექტ „ახალი ტფილისის“ ისტორიულ-კულტურული ძეგლების და სხვა შენობების რეკონსტრუქციის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში სრულად აღდგა ისტორიული შენობის ფასადზე არსებული ნაძერწი დეტალები და ქანდაკებები.  რესტავრაცია ჩაუტარდა დაზიანებულ  აივნებს და  ძველებურ ხის კარებს.  სარესტავრაციო სამუშაოები ძეგლებზე მუშაობის  წესების სრული დაცვით  ჩატარდა.

კონსერვატორიის ისტორიული შენობის რეაბილიტაცია თბილისის განვითარების ფონდმა  2017 წლის მარტში დაიწყო და აპრილის ბოლოს დაასრულა.

ვანო სარაჯიშვილის  სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიიის შენობა, კულტურული მემკვიდერეობის უძრავ ძეგლს წარმოადგენს და არქიტექტორ ალექსანდრე შიმკევიჩის პროექტით 1901-04 წლებშია აგებული. ოფიციალურად იგი 1917 წლის 1 მაისს გაიხსნა, 1924 წლიდან მას სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი მიენიჭა. 1947 წლიდან თბილისის კონსერვატორია  ქართველი მომღერლის ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics