22:59 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-01 18:31:26, 1615 ნახვა

საზოგადოება
ქართული ენის კონკურსზე ქართველებთან ერთად უცხოელი მოსწავლეებიც დაჯილდოვდნენ

თბილისში  ქართული ენის X რესპუბლიკური ოლიმპიადის ფინალი და საზეიმო ღონისძიება გაიამართა.
 კონკურსში წელს 4000-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.

1300 მოსწავლე აქედან არაქართველი გახლდათ. 
ფინალურ ღონისძიებაზე გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციაში დაჯილდოვდებიან: საუკეთესო კალიგრაფი, მხატვრული კითხვის ოსტატი და საუკეთესო მუსიკალური ნომერი. 

გამარჯვებული მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონს წარმოადგენდნენ, ხოლო არაქართულენოვან საკონკურსო ტურში კი გამარჯვება თურქ, კორეელ, აზერბაიჯანელ  და შუა აზიელ მოსწავლეებს ერგოთ. კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულები კალიგრაფიის ეროვნულმა ცენტრმაც გამოავლინა. საპრიზო ადგილები ჭუბერის სკოლის მოსწავლემ და სკოლა-ლიცეუმ „სხივის“ თურქმა მოწაფეებმა მოიპოვეს.

„ჩვენთვის, როგორც მასპინძელი და ორგანიზატორი სკოლისთვის საამაყო და სასიხარულოა, რომ ქართული ენის ოლიმპიადაში მხოლოდ დედაქალაქის მოსწავლეები არ იღებენ მონაწილეობას. წელს გამარჯვებულები მთელი საქართველოს მასშტაბით გვყავს და ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ქართველი და უცხოელი მოსწავლე დაინტერესდება ჩაერთოს ამ მნიშვნელოვან პროექტში“. - განაცხადა სკოლა-ლიცეუმ “სხივის” დირექტორმა ეკა ჩიქობავამ.   

ქართული ენის რესპუბლიკური ოლიმპიადა საქართველოში სკოლა-ლიცეუმ „სხივის ორგანიზებით ტარდება. 10 წლიანი ისტორიის მანძილზე სკოლამ 15 000-ზე მეტ ნიჭიერ ქართველ და უცხოელ მოსწავლეს უმასპინძლა.

წლების განმავლობაში იზრდება არაქართველი მოსწავლეების ინტერესი ქართული ენისა და კულტურის მიმართაც, რასაც ბოლო ოლიმპიადაზე მიღწეული შედეგებიც ცხადყოფს.

 ოლიმპიადა ყოველი წლის აპრილში იმართება და მისი მიზანია ქართველ და არაქართველ მოსწავლეებში ქართული ენისადმი ინტერესის გაზრდა, მოსწავლეებში წერითი და ზეპირმეტყველების კულტურის გამომუშავება, კითხვისა და წიგნიერებისადმი ინტერესის გაძლიერება, კონკურსი მიზნად ისახავს ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენასა და მათ  წახალისებას. წელს ოლიმპიადა კამპანია „ვსწავლობთ ქართულად“ ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანიც საქართველოში მცხოვრები უცხოელი მოსწავლეებისთვის ქართულ ენაზე სწავლების წახალისება და ხელშეწყობაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics