|
2017-05-01 17:45:43, 2967 ნახვა
საზოგადოება
შეღავათიანი ბილეთის მფლობელი სტუდენტების მატარებლით მგზავრობა გამარტივდა
სტუდენტური შეღავათით სარგებლობის წესებში ცვლილებებია. როგორც „ექსპრესნიუსს“ საქართველოს რკინიგზიდან აცნობეს, გამარტივდა შეღავათიანი ბილეთის მფლობელი სტუდენტების მატარებლებში დაშვება, თუ ძველი წესის შესაბამისად აუცილებელი იყო საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაზე დატანილი ყოფილიყო წარწერა „სტუდენტი“, ახალა ხდება მხოლოდ პირადობის მოწმობისა და სამგზავრო დოკუმენტის მონაცემების სისწორის დადარება და შესაბამისად აღნიშნული წარწერის არსებობა აუცილებლობას აღარ წარმოადგენს. „საქართველოს რკინიგზა“ შეგახსენებთ, რომ სტუდენტური შეღავათი (50% -იანი ფასდაკლება) ვრცელდება მხოლოდ მაგისტრალური მიმოსვლის ყველა ელექტრომატარებლის მეორე კლასისა და სამგზავრო მატარებლების კუპირებულ ვაგონებზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სტუდენტური შეღავათით სარგებლობენ მხოლოდ ის პირები რომლებიც ირიცხებიან სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“-ს ბაზაში.
(R)
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)