|
2017-05-01 16:04:01, 1634 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტთან შრომის დღესთან დაკავშირებით აქცია მიმდინარეობს
პარლამენტთან შრომის დღესთან დაკავშირებით აქცია მიმდინარეობს. აქციას პროფესიული კავშირების წარმომადგენლები, ბანკებისგან დაზარალებულები და "აუდიტორია 115"-ის წევრები მართავენ. აქციის ორგანიზატორები სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლებას შრომითი ინსპექციის გაუმჯობესებისკენ მოუწოდებენ. როგორც უმრავლესობის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, პარლამენტში სხვადასხვა შრომით ორგანიზაციებთან ერთად, უკეთესი შრომის ინსპექციის ჩამოყალიბებისთვის მუშაობა მიმდინარეობს. "ჩვენ სოციალ-დემოკრატები ყოველთვის თანამონაწილე ვართ ამ საპირველმაისო აქციის, რადგან სწორედ მშრომელთა უფლებები ეს არის ჩვენი მოძრაობის ძირითადი საფუძვლები. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა სოლიდარულები ვართ ამ მოძრაობის და ზოგადად პირველი მაისის. ასევე, ყველა იმ მშრომლის, რომელიც დღეს აქ არის ან შეიძლება აქ არ იყოს. ჩვენ ვმუშაობთ პარლამენტში სხვადასხვა ორგანიზაციებთან უკეთესი შრომის ინსპექციის ჩამოყალიბებისთვის, რომელიც ორიენტირებული იქნება შრომის უსაფრთხოების დაცვაზე. ჩვენ ვმუშაობთ ასევე 94 მუხლის კონსტიტუციიდან ამოღებაზე, რაც არის ეკონომიკური ფეოდალიზმის დამკვიდრების ერთ-ერთი საფუძველი", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)