21:12 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-01 15:49:06, 2384 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში რუსული კომპანია ოპერირებს, რომელიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს

რუსული ტურისტული კომპანია "Georgiansuntour", რომელიც მომხმარებელს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში ტურებს სთავაზობს, ოკუპაციის შესახებ კანონს არღვევს.

კერძოდ, კომპანიის ავტომობილებზე, რომლებიც საქართველოში გადაადგილდებიან, საქართველოს რუკა აფხაზეთისა და ოსეთის გარეშეა გამოსახული.

როგორც კომპანიის ვებ-გვერდიდან ირკვევა, მათი ოფიციალური წარმომადგენლობა რუსეთის ფედერაციაშია, სანკტ-პეტერბურგშია. მათ ქართული საკონტაქტო ნომრები არ აქვთ.

კანონი განსაზღვრავს იმ ტერიტორიების სტატუსს, რომლებიც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად არის ოკუპირებულიდა ამ ტერიტორიების განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმს ადგენს. აღნიშნული კანონი 2008 წლის 23 ოქტომბერს მიიღეს. კანონის პრეამბულის თანახმად, საქართველო არის სუვერენული, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო და მის ტერიტორიაზე ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების ყოფნა საქართველოს სახელმწიფოს მკაფიოდ და ნებაყოფლობით განცხადებული თანხმობის გარეშე, 1907 წლის ჰააგის რეგულაციების, 1949 წლის ჟენევის IV კონვენციისა და საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის ნორმების შესაბამისად, არის სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიის უკანონო სამხედრო ოკუპაცია.

"ექსპრესნიუსმა" აღნინული ინფორმაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უკვე მიაწოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics