10:40 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-10 12:32:25, 514 ნახვა

სამართალი
შალვა აბულაძესთან დაკავშირებით, შსს-ში ბრიფინგი გაიმართება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, შალვა აბულაძესთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, ბრიფინგი 13:00 საათზე დაიწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცელ ბექა მარგიშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი შალვა აბულაძე დაკავებულია.

"რუსთავი2"-ის ცნობით,  აბულაძე ბორჯომში ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში  აიყვანეს.

"ექსპრესნიუსი"ინფორმაციის გადამოწმებას სცდილობს, თუმცა არც მთავარ პროკურატურაში და არც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ თემაზე კომენტარი არ კეთდება.

ცნობისთვის, თბილისის პროკურატურამ შალვა აბულაძეს  გუშინ ბრალი დაუსწრებლად წაუყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 19,3531-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს პოლიციელის სიცოცხლის მოსპობას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას.  შეგახსენებთ, შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი და დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელი ვალერიან გრძელიშვილი 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით შალვა აბულაძე შეაჩერეს. შალვა აბულაძემ მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. გარდა ამისა, გამოძიების ინფორმაციით, 1977 წელს დაბადებული შალვა აბულაძე, 2015 წლის 23 იანვარს, ქ. ბორჯომში, პოლიციის თანამშრომლების – გიორგი ბერუაშვილის მკვლელობისა და გიორგი მახარაშვილის მკვლელობის მცდელობისთვისაც  იძებნებოდა. იგი წარსულში არაერთგზისაა ნასამართლევი, მათ შორის ყაჩაღობისა და მკვლელობის მცდელობისთვის. 2015 წლის 5 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით 6 საათზე, შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით გატარებული სამძებრო ღონისძიებებისას, იგი შემჩნეულ იქნა ქ. თბილისში, წულუკიძის ქუჩის მიმდებარედ, რა დროსაც სამართალდამცავების დანახვისთანავე მან კვლავ გახსნა ცეცხლი პოლიციელების მიმართულებით და შეძლო მიმალვა.  ამ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics