21:11 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-01 15:01:26, 1611 ნახვა

საზოგადოება
რკინიგზელთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარედ ზურაბ ნასარაია აირჩიეს

საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირის XIV საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა გაიმართა.

ყრილობის მუშაობაში 145 დელეგატი მონაწილეობდა.

ყრილობაზე რკინიგზელთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარედ აირჩიეს ზურაბ ნასარაია და გამგეობის წევრები. დამტკიცდა 2017-2021 წლების სამოქმედო პროგრამა, წარმოდგენილი იქნა საკონტროლო-სარევიზიო კომისიისა და კავშირის გამგეობის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში.

ყრილობას სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ საფრანგეთის რკინიგზის პროფკავშირები ”UNSA”, უნგრეთის, ლიტვის, ბელარუსის რესპუბლიკის, ყაზახეთის, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის რკინიგზელთა პროფესიული კავშირების თავმჯდომარეები, ასევე ევროპის ტრანსპორტის ფედერაციის გენერალური მდივანი და რკინიგზისა და რკინიგზის ტრანსპორტის მშენებლობის საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური მდივანი, რაც კიდევ უფრო ზრდის ყრილობის ლეგიტიმაციის ხარისხს.

ევროპის ტრანსპორტის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ბენოიტ ვიენნემ მხარდამჭერი სიტყვით მიმართა ყრილობას და აღნიშნა, რომ საქართველო უძველესი ევროპული ქვეყანაა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს ევროკავშირში მისი გაწევრიანებისთვის.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics