19:56 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-30 15:53:56, 1565 ნახვა

საზოგადოება
მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების პროცესი დასასრულს უახლოვდება

თბილისის მერი დავით ნარმანია გუდაურში, სასტუმრო „მარკო პოლოში“ დედაქალაქის ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების თემაზე მიმდინარე სამუშაო შეხვედრას ესწრება. 

დავით ნარმანიას განცხადებით, განახლებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიმართ საზოგადოებაში დიდი მოლოდინია და ეს დოკუმენტი ქალაქის შემდგომი განვითარებისთვის ქმედითი ინსტრუმენტი უნდა გახდეს.

შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს „სიტი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, დედაქალაქის სხვადასხვა არეალების, მათ შორის რეკრეაციული სივრცეების რუკები, სარკინიგზო ქსელის პერსპექტივა, მცირე მდინარეების გახსნისა და მტკვრის გასწვრივ გამწვანებული არეალების მოწყობის სქემა. 

მომხსენებლებმა ისაუბრეს კომპაქტური ქალაქის პრინციპებზე და პოლიცენტრული განვითარების აუცილებლობაზე. 

დისკუსიები გაიმართა  თბილისის სატრანსპორტო ქსელის განვითარების ხედვაზე, ცალკეული უბნების განაშენიანების პერსპექტივაზე და ქალაქისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე.

თბილისის არქიტექტურის სამსახურმა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე კონკურსი 2015 წლის 19 მაისს გამოაცხადა, რომელშიც ა(ა)იპი „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ გაიმარჯვა. დოკუმენტის წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2017 წლის 15 მაისი, რის შემდეგაც მისი საჯარო განხილვები მოეწყობა.

 ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერის მოადგილე ნატო ქიტიაშვილი, თბილისის არქიტექტურის სამსახურის, იურიდიული, ტრანსპორტის, ეკოლოგიისა და გამწვანების, ეკონომიკური განვითარების, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები, გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ორგანიზაცია ა(ა)იპ „სიტი ინსტიტუტი საქართველოს“ წევრები და ექსპერტები. 

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics