2017-04-30 13:06:11, 1998 ნახვა
საზოგადოება
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა თანამდებობა დატოვა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ წიკლაურმა თანამდებობა დატოვა.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ინფორმაციით, პოსტის დატოვების შესახებ მან განცხადებით საკრებულოს 28 აპრილს მიმართა.
აღნიშნულ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსიც ადასტურებს.
ლელა გიგაურის განმარტებით, ბესიკ წიკლაურს ყველანაირი უფლებამოსილება უკვე შეუწყდა.
წიკლაურმა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა. ის „ქართული ოცნების“ კანდიდატი იყო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან