19:56 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-29 19:18:46, 8391 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ყიფიანი: ისე კარგად ვაფრიალებთ ამ „გეორგიევსკის ბაფთებს“, როგორც დაუბარებიათ

ისე კარგად შემოვლენ და ისე კარგად ვაფრიალებთ ამ გეორგიევსკის ბაფთებს, როგორც დაუბარებიათ, - ასე გამოეხმაურა "რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული კავშირის" თავმჯდომარე ირაკლი ყიფიანი 9 მაისს რუსი ბაიკერების შამოსვლასა და ე.წ. გეორგიევსკის ბაფთასთან დაკავშირებით საზოგადოების კრიტიკას.

როგორს ყიფინმა "ექსპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, 9 მაისს ე.წ. გეორგიევსკის ბაფთა "ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს" უნდა ეკეთოს.

"ეს ისტერიკები ზედმეტია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, პუტინის პლაკატით ჩამოდიან?! რუსეთის ჰიმნით შემოდიან?! გეორგიევსკის ბაფთით დავდივარ 4 წელი. პირველად ამ გეორგიევსკის ბაფთამ გამოიწვია ისტერიკა 2015 წელს. თურმე ეს ყოფილა უკრაინის ოკუპაციის სიმბოლო და თურმე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ქართველ ბიჭებს რუსები ხოცავდნენ ისე, რომ სამკლაურებზე ეკეთათ ეს გეორგიევსკის ბაფთები. ეს არის სისულელე. საზოგადოება შეყავთ შეცდომაში. მე იმიტომ მიკეთია ეს ბაფთა, რომ მეორე მსოფლიო ომს ვუკავშირებ და ის ჩემთვის გამარჯვების სიმბოლოა. ვიღაცის მახინჯ გონებაში და ვგულისხმობ რა თქმა უნდა "ნაციონალური მოძრაობის" ნარჩენებს რა იხარშება, მე ნამდვილად არ ვიცი და გული მწყდება, რომ საზოგადოება შეყავთ შეცდომაში. ეს რომ იყოს უკრაინის ოკუპაციის ან აგვისტოს ომის სიმბოლო რუსეთისთვის, გამოდის, რომ მე ვარ შიზოფრენიკი. არც შიზოფრენიკი ვარ, არც უკრაინა მეზიზღება. ან მაგ ლოგიკით გამოდის, რომ რუსეთს 2008 წლის ომში ვგულშემატკივრობდი. ისე კარგად შემოვლენ და ისე კარგად ვაფრიალებთ ამ გეორგიევსკის ბაფთებს, როგორც დაუბარებიათ. აქვე მინდა ვთქვა, რომ მოვიარეთ მთელი საქართველო და დავარიგეთ ეს ბაფთები. ბაფთების დარიგება გუშინ კახეთში დასრულდა და მხოლოდ ამ რეგიონში 30 ათასამდე ბაფთა დარიგდა. ხალხმა იცის რა დანიშნულება აქვს ამ ფასთას და ახსოვს. 9 მაისს ეს ბაფთა ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს სიხარულით უნდა ეკეთოს", - დასძინა ყიფიანმა.

შეგახსენებთ, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, 9 მაისს, რუსი ბაიკერების კლუბის "ღამის მგლების" წევრები საქართველოში ჩამოსვლას ისევ გეგმავენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics