|
2017-04-29 11:28:38, 1611 ნახვა
საზოგადოება
მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი: „ჩემთვის მისაღებია შემოთავაზებული ვარიანტი“
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ მდივანი, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი ნინო წილოსანი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი საქართველოსთვის დადებითი შედეგის მომტანი იქნება. დეპუტატი კომენტარს აკეთებს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასა და პროპორციული საარჩევნო სისტემით, მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით პარლამენტის არჩევის ახალ წესზე. „მე, როგორც მაჟორიტარი, ვხედავ მაჟორიტარული სისტემის დადებით მხარეებს : ამომრჩეველთან აქტიური კავშირი, მათი მოთხოვნების ხელისუფლებამდე მიტანა და მათი პრობლემების გადაჭრის გზების ძიება ჩემი, როგორც მაჟორიტარის პასუხისმგებლობა და მოვალეობაა. მაგრამ საარჩევნო სისტემის პლურალიზმისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ჩემთვის მისაღებია შემოთავაზებული ვარიანტი. გასაკუთრებით, თუ ეს იქნება რეგიონალურ-პროპორციული სისტემა. ამ საკითხზე გუნდის შიგნითაც მიმდინარეობს განხილვები და, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელი იქნება ვენეციის კომისიის მიერ სამართლებრივ-იურიდიულ ჭრილში წარმოდგენილი რეკომენდაციები. საბოლოო გადაწყვეტილება შეჯერებული იქნება სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებითა და ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნებზე დაყრდნობით”, - აღნიშნავს ნინო წილოსანი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)