|
2017-04-29 11:24:33, 1755 ნახვა
საზოგადოება
კოსტა ხეთაგუროვის სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ჩუღურეთის რაიონში, კოსტა ხეთაგუროვის სკვერის სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით, სკვერში მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილმა, ჩუღურეთის რაიონის გამგებელ ზურაბ ჩიკვილაძესთან და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროს გოგა წერეთელთან ერთად, დაათვალიერა. რეკონსტრუქციის ფარგლებში სკვერი სრულად კეთილმოეწყობა. დაგეგმილია თანამედროვე განათების სისტემის დამონტაჟება, შადრევანის მოწყობა, დაიგება ქვაფენილი, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. სკვერში განთავსდება გარე გამოყენების ტრენაჟორები და ასევე, დაგეგმილია საბავშვო-გასართობი ზონის მოწყობა. სკვერის სრული რეაბილიტაციისთვის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ბიუჯეტიდან 130 000 ლარი გამოიყო. სამუშაოები მაისის ბოლოს დასრულდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)