|
2017-04-29 11:20:13, 1365 ნახვა
საზოგადოება
„არა ფობიას“ ქუცნაშვილის განცხადებაზე: დეპუტატის მხრიდან ამგვარი სიძულვილით მოტივირებული განცხადებები საფრთხის შემცველია
სამოქალაქო პლატფორმის “არა ფობიას” წევრი ორგანიზაციები, კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ჩანაწერის გაკეთებასთან დაკავშირებით დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებას ეხმაურებიან. როგორც ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ქუცნაშვილის განცხადება არაადეკვატურია და საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიმართ სიძულვილის ენას შეიცავს. პლატფორმის წევრი ორგანიზაციები საჯარო პირებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებებისგან. „სამოქალაქო პლატფორმის “არა ფობიას” წევრი ორგანიზაციები ვეხმაურებით საქართველოს პარლამენტის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის დისკრიმინაციულ განცხადებას, რომელიც მან ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში 2017 წლის 26 აპრილს გააკეთა და რომელშიც დამამცირებელი ტერმინით მოიხსენიებს ლგბტ თემის წარმომადგენლებს. ზ. ქუცნაშვილი: „კონსტიტუციაში [ქორწინების დეფინიციის] ჩაწერით ჩვენ გზავნილს ვუშვებთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რუსები ძალიან თამაშობენ სერიოზულად ამ თემაზე დაამბობენ, რომ აი, საქართველო გახდა ევროპის ასოცირებული წევრი, საქართველომ მიიღო ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის უფლება, საქართველომ მიიღო ევროპასთან თავისუფალი გადაადგილების უფლება და აი, საქართველო გახდება ცისფერების ქვეყანა და ჩვენ სერიოზულ გზავნილს ვაგზავნით ყველგან, რომ საქართველო არ გახდება არასდროს ცისფერების ქვეყანა, ხოლო ის პოლიტიკური ჯგუფები, ვინც მათი ლობისტი იქნება პირდაპირ თუ ირიბად, მათ საზოგადოება ამხელს და მიუჩენს იმდენ პროცენტს, რამდენ პროცენტზეც ოცნებობენ ეგენი.“ აღნიშნული განცხადება შეიცავს სიძულვილის ენას საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიმართ. გარდა ამისა, ზ. ქუცნაშვილს აშკარად შეცდომაში შეყავს საზოგადოება და მანიპულირებს ისეთი დელიკატური თემით, როგორიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებია, როდესაც აცხადებს, თითქოს ქორწინების დეფინიციის კონსტიტუციაში ჩაწერით სახელმწიფო რაღაც საფრთხეს - “ცისფერების ქვეყანად” გადაქცევას - აიშორებს, ხოლო ლგბტ თემის დისკრიმინაციით შეიძლება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის მეტი კეთილგანწყობა დავიმსახუროთ. ამგვარი არაადეკვატური და სიძულვილით მოტივირებული განცხადებები დეპუტატის მხრიდან განსაკუთრებული საფრთხის შემცველია, ვინაიდან მათ შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინონ საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე, რომელშიც ჰომოფობიური განწყობა ისედაც ძლიერია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საჯარო პირებს, თავი შეიკავონ დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებებისგან, რომლებმაც შესაძლოა ზიანი მოუტანონ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, შელახონ ადამიანის უფლებები და წაახალისონ სიძულვილით მოტივირებული დანაშაული“, - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); მედიის განვითარების ფონდი (MDF); კონსტიტუციის 42-ე მუხლი; ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსი - საქართველო (BBSA-Georgia); საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); თანასწორობის მოძრაობა (Equality Movement); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველო (TI); იდენტობა; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI).
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)